Thursday, April 28, 2011

იოჰან ჰანსფლაიშ გუტენბერგი

 იოჰან ჰანსფლაიშ გუტენბერგი პირველ მბეჭდავადაა აღიარებულიიოჰან გუტენბერგის დამსახურება ის არის, რომ მან ლითონის ლიტერები (ლიტერი-ასო)
ჩამოასხა, საბეჭდი დაზგა დაამზადა და ევროპაში პირველმა შეძლო ბეჭდური წიგნის
გამოცემა. წიგნის ბეჭდვის დაწყებამ რევოლუცია მოახდინა მეცნიერებაში. მიუხედავად
გუტენბერგის უდიდესი დამსახურებისა, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ
ძალზე მწირი ცნობები მოგვეპოვება. დაბადების თარიღიც კი არ არის ცნობილი.
ვარაუდობენ, რომ 1394-99წწ. დაიბადა. მისი მამა ქალაქ მაინცის წარჩინებულ მოქალაქეთა
წრეს ეკუთვნოდა, ფულის მოსაჭრელი სახელოსნოს (ზარაფხანის) უფროსი იყო
და ამიტომ გუტენბერგი კარგად ერკვეოდა ლითონის საქმეში. იგი დიდი ხნის განმავლობაში
მუშაობდა თავის გამოგონებაზე. მნიშვნელოვანია მის მიერ გამოცემული 36
და 42 სტრიქონიანი ბიბლია, რომლის დიდი ნაწილი პერგამენტზე იყო დაბეჭდილი და,
როგორც ცნობილია, თითოეულ ეგზემპლარს 170 ხბოს ტყავი დასჭირდა. ირკვევა, რომ
გუტერბერგი თავისი გამოგონების გამო მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდა.
იგი დიდ იმედებს ამყარებდა ბიბლიის გამოცემაზე, მაგრამ ხარჯები ვერ აინაზღაურა.
ფუსტმა უჩივლა და სტამბის ნახევარი ვალში წაიღო., მიუხედავად იმისა რომ გუტენბერგის ცხოვრება ფინანსური თვალსაზრისით არც თუ ისე კარგად წარიმართა, მე ვთვლი რომ იგი მაინც წარმატებული ადამიანია, თავისი დამსახურების გათვალისწინებით.

No comments:

Post a Comment